Friday, December 9, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო,  წარმოვადგინეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაციები, გავუკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთს, რაც ვფიქრობ იყო ძალიან ნაყოფიერი. 
გავაზიარეთ და ავტვირთეთ პორტფოლიოები ბლოგზე. 
ყველა ტრენინგ დღე თავისებურად იყო ძალიან საინტერესო, მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას  და ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც პროექტის განხორციელების დროს არის საჭირო.

Saturday, December 3, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე როგორც ყოველთვის იყო საინტერესო და ნაყოფიერი. ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. ვიმუშავეთ ბლოგზე, კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს, გაუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები. შევქმენით შაბლონები და ასევე ავტვირთეთნამუშევრები დრაივზე. მადლობა ჩვენს ტრენერს.

Wednesday, November 30, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ერთმანეთს გაუზიარეთ მოსწავლის ნამუშევრები. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.  მადლობა ჩვენს ქალბატონ შორენას.

Friday, November 25, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მეექვსე მოდული: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. ვიმუშავეთ პროექტის პროცედურებზე.ვნახეთ მოსწავლეთა ნამუშევრები . ყველაფერი იყო საინტერესო და გამომადგება შემდგომში. მადლობა ჩვენს ტრენერს.

Wednesday, November 23, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია


დღეს განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო.ასევე განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი და მისი  შესაფერისი მეთოდები და ინსტრუმენტები, ასევე შევქმენით წინარე  ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი და დავსვით გეზის მიმცემი კითხვები. დიდი მადლობა ჩვენს ქალბატონ შორენას.

Tuesday, November 22, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვნახეთ საგნის სთანდარტი და ინდიკატორები. ვნახეთ ასევე საინტერესო ფაილები, რომელიც დამეხმარა პროექტის მიზნების ჩამოყალიბებაში,ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. მადლობა ჩვენს ძვირფას ტრენერს.





Tuesday, November 15, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი როგორც ყოველთვის იყო მრავალფეროვანი. თავდაპირველად მოვისმინეთ ერთმანეთის თემები, რომელზედაც შემდგომში ვაპირებთ მუშაობას. გავეცანით საავტორო უფლებებს, ვიმუშავეთ ბლოგებში. ასევე განვიხილეთ ინტერნეტი , როგორც საკომუნიკაციო საშუალება. მოვიძიეთ საინტერესო ინფორმაციები და საინტერესო სურათები რომელიც გამოგვადგება როგორც პროექტზე მუშაობისას ასევე ბავშვებთან მუშაობისას. მადლობა ჩვენს საყვარელ და ენერგილ ტრენერს.

რეფლექსია

პირველი დღის რეფლექსია
ტრენინგის პირველი დღე დაიწყო აქტიურად და საინტერესოდ. ტრენერს ვიცნობდით და ეხლა გავეცანით ჯგუფის წევრები ერთმანეთს. პირველ ეტაპზე გავეცანით ვიუერის სახელმძღვანელოს, გავიხსენეთ საქაღალდისა და პორტფოლიოს შექმნა. ვნახეთ რესურსები , პროექტების ნიმუშები და შევინახეთ. მომავალში დავგეგმავთ პროექტს და დავიწყებთ მუშაობას.

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგის თემა იყო პუბლიკაციის მომზადება. თემასთან დაკავშირებით ვნახეთ ნიმუშები, განვიხილეთ თუ რა დანიშნულება აქვს ბუკლეტებს, ვიმუშავეთ ვორდში თუ როგორ შევქმნათ სურათები ,ასევე ვიუერის სახელმძღვანელოში დავათვალიერეთ რესურსები.